მაია ჩხაიძე: გრიპის შემთხვევები ნამდვილად ძალიან ბევრია – სხვა ვირუსებთან შედარებით, მძიმედ მიმდინარეობს

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსი პრევალირებს.

მისივე თქმით, სხვა სეზონურ ვირუსებთან შედარებით გრიპის ვირუსი მძიმედ მიმდინარეობს.

“მომართვიანობა ნოემბრის ბოლოდან დაწყებული თანაბარია ანუ, არც შემცირებულა არც მომატებულა. სეზონური ვირუსებიდან გრიპი პრევალირებს. გრიპის შემთხვევები ნამდვილად ძალიან ბევრია. გრიპი სხვა ვირუსებთან შედარებით, მძიმედ მიმდინარეობს. ახასიათებს 5-6 დღე მაღალი ცხელება, ზოგადი ინტოქსიკაცია, კუნთების, თავის, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი. ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვებში შეიძლება იყოს დიარეა გამოხატული. ახლაც რომ გავიკეთოთ ვაქცინა, ნამდვილად არ არის გვიან”,- განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები