გიორგი ცაგარეიშვილი: „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენები კარგად წარმოაჩენს ამ პარტიის სრულ დეგრადირებას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენები პარტიის სრულ დეგრადირებას კარგად წარმოაჩენს.
„ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენები კარგად წარმოაჩენს ამ პარტიის სრულ დეგრადირებას და იმას, რომ არაფერი ამ ადამიანებს არ ეშველებათ. გინდ პარტიის შიგნით, გინდ მის ფარგლებს გარეთ – ძალადობისკენ მოწოდება, მუქარის შემცველი ტექსტები არის მათი ცხოვრების წესი“, – აცხადებს ცაგარეიშვილი.