გიორგი ვოლსკი: მაკფოლი იმ პროპაგანდის ნაწილია, რისთვისაც სააკაშვილის „ახლობლობა“ საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდის

“მაკფოლი არის ადამიანი, რომელსაც აქვს კონკრეტული იდეა და არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რისთვისაც სააკაშვილის „ახლობლობა“ საკმაოდ სერიოზულ, სოლიდურ თანხას იხდის”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„მაკფოლი არ არის ის პიროვნება, ვინც პოლიტიკური ბრძოლის ველზე ახლა გამოჩნდა. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იმ სტრატეგიის ნაწილია, რომლის გამოც ფულს იხდიან. პიარკამპანიაშია ჩართული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მაკფოლი, რომელიც გუშინ, როგორც უკრაინის ერთ-ერთი კომისიის თანათავმჯდომარე, ითხოვდა სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის და კიდევ რამდენიმე პიროვნების მიმართ, სანქციების დადებას ყველა პროგრამაზე, რომელიც საქართველოს სასიკეთოდ უნდა გააკეთოს „ქართუ“ ჯგუფმა და დღეს აქვეყნებს სტატიას. ესეც ამ სტრატეგიის ნაწილია. მისი აზრით, სააკაშვილი უნდა იყოს მუდმივად ცუდად, მისი აზრით, სააკაშვილი მკურნალობას არ უნდა დაექვემდებაროს, მან არ უნდა დაუჯეროს ექიმებს და უნდა შეინარჩუნოს თვითდაზიანების რეჟიმი, ეს პოლიტიკა, რომელიც მას აქვს კონკრეტული პოლიტიკური და პიარ გეგმის რეალიზაციის მიზნით.

მაკფოლი არის ადამიანი, რომელსაც აქვს კონკრეტული იდეა და არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რისთვისაც სააკაშვილის „ახლობლობა“ საკმაოდ სერიოზულ, სოლიდურ თანხას იხდის. არ ვამბობ, რომ მაკფოლი პირადად ხელფასს იღებს აქედან, მაგრამ ისიც ამ პიარის ნაწილია, თუ თანაავტორი არა. რა ინტერესი აქვს სააკაშვილს, რომ ეს ქვეყანა დაანგრიოს, იგივე ინტერესი აქვს მაკფოლს, რომ სააკაშვილს დაუჭიროს მხარი. სააკაშვილს შეკვეთას აძლევს, რომ ცუდად იყოს. ეს მათი გეგმაა. რა ინტერესი აქვს სააკაშვილს, რა ინტერესი აქვს კეზერაშვილს, რა ინტერესი აქვს იმ შემადგენლობას, რომელიც საქართველოს დესტაბილიზაციას უქადის. ჯერჯერობით ვერ შეასრულეს, ვერც შეასრულებენ. ამ გეგმის ნაწილია მაკფოლიც. რა ინტერესი აქვს კუბილიუსს – ის ინტერესი აქვს, რა ინტერესიც აქვთ „ნაცმოძრაობას” და მის ტელევიზიებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები