ლევან იოსელიანი: მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, სხვა პარტიებს ასეთი მიზნები არ ამოძრავებთ

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მისი პარტიის მიზანია, სხვა პარტიებს ასეთი მიზნები არ ამოძრავებთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არავის ჰქონდეს.

„რა თქმა უნდა, მისი პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ მიაღწიოს მის გათავისუფლებას და გადაყვანასაც. მე მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არავის ჰქონდეს კითხვის ნიშანი არც ქვეყანაში და არც ქვეყნის გარეთ. რაც შეეხება გათავისუფლებას – გათავისუფლებაზე განსხვავებული პოზიციები აქვთ პოლიტიკოსებს. მისი პარტიის მიზანია მისი გათავისუფლება და სხვა პარტიებს ასეთი მიზნები არ ამოძრავებს.

სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი დღესვე შეწყალება არ ნიშნავს პირდაპირ მის თავისუფლებას. ის, რომ ის მას შეიწყალებს არ ნიშნავს, რომ კარი გაიღება და გარეთ გამოვა. მიმდინარე სამი საქმეა კიდევ, რომლის ფარგლებშიც ძალიან მარტივია, რომ პატიმრობა გახანგრძლივდეს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები