ალუდა ღუდუშაური: „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ამოვიდა იმ წიაღიდან, რასაც სიბოროტე ჰქვია

მნიშვნელოვანი თარიღია, როგორიც არის უწმინდესის დაბადების დღე, რომელსაც მთელი ერი აღნიშნავს, აქ ბუნებრივია, ჩაკარგულები არიან ადამიანები, ვისაც არ უხარია „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ამოვიდა იმ წიაღიდან, რასაც სიბოროტე ჰქვია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სხვადასხვა ქალაქში მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციას.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მორალისგან ცარიელია.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ეს ადამიანები საკუთარ თავში ვერ პოულობენ ძალას და თავს ესხმიან უწმინდესს. სინამდვილეში, ამით აზიანებენ საკუთარ მორალს. მართალია, ეს ადამიანები მორალისგან ცარიელნი არიან. საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. ისინი ვერ ამოვიდნენ იმ წიაღიდან, რასაც ბოროტება ჰქვია, რასაც საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ მტრობა ჰქვია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები