დენის შმიგალი: რუსეთის მიერ უკრაინისთვის მიყენებულმა ზარალმა 2023 წლის დასაწყისისთვის 700 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 2023 წლის დასაწყისისთვის უკვე 700 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აღნიშნული თანხა გასული წლის ივნისში ორჯერ ნაკლები იყო.

„მსოფლიო ბანკთან ერთად ვგეგმავთ სწრაფი აღდგენის კუთხით უკრაინის საჭიროებების მორიგ შემოწმებას. შეგახსენებთ, რომ ივნისში ეს მაჩვენებელი 350 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ჩვენს ინფრასტრუქტურაზე ბოლო თავდასხმების გათვალისწინებით, დღეს ეს თანხა 700 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს“, – განაცხადა დენის შმიგალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები