ზუგდიდში ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა – არის მსხვერპლი

Accident or crime scene cordon tape, police line do not cross. It is nighttime, emergency lights of police cars flashing blue, red and white in the background

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა.

ავარიის შედეგად ერთი ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულია ავტომობილის მძღოლიც.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები