საქართველოში 1-ლი იანვრიდან პენსიები გაიზარდა

საქართველოში 1-ელი იანვრიდან 70 წლის და ზემოთ პირთა პენსია 65 ლარით გაიზარდა და 365 ლარი შეადგინა.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა 2022 წლის სექტემბერში მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 2023 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 770 მლნ ლარით გაიზრდება, რომლის ყველაზე დიდი ნაწილი პენსიების ზრდას მოიცავს.

20%-იანი დანამატის არსებობის პირობებში მაღალმთიან დასახლებებში ამავე ასაკის პენსიონერთა პენსია – 438 ლარი გახდა.

ასევე, 35 ლარით გაიზარდა 70 წლამდე პირთა პენსია და 295 ლარი შეადგინა, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში 20%-იანი დანამატის გათვალისწინებით – 354 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები