ბათუმის ნავსადგურში “ველა გალფიზე” მიღება მიმდინარეობს
აშშ-ს საზღვაო ძალების ფლოტის გემ “ველა გალფიზე” ოფიციალური მიღება მიმდინარეობს. საქართველოში ამერიკის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის და “ველა გალფის” კაპიტნის, რობ ქიდსის მიწვევით ფრეგატზე იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე.
ღონისძიებას ესწრებიან საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი, ასევე, გიგა ბოკერია მეუღლესთან ერთად, აჭარის მთავრობის წევრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები. ამერიკული ფრეგატი ბათუმის ნავსადგურში დღეს შემოვიდა. ფრეგატზე ხვალ საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებისთვის წვრთნები გაიმართება.