„ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების შემცირებული ზედა ზღვარი ძალაში შევიდა
“ლიბერთი ბანკში” 36%-დან 26%-მდე შემცირებული საპენსიო სესხების ზედა ზღვარი ძალაში შევიდა.
საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შეცვლა „მოქალაქეებს“ უკავშირდება, რომელთა ინიციატივით პარლამენტში ერთობლივი სამუშაო ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარის და პარლამენტის წევრების – ლევან იოსელიანის, ალექსანდრე ელისაშვილის და ირაკლი ზარქუას შემადგენლობით შეიქმნა.
როგორც სამუშაო ჯგუფის მუშაობის დასრულების შემდეგ, ჯერ კიდევ 2022 წლის 18 მაისს ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განმარტა, “გაუმჯობესებული პირობები შეეხება, მათ შორის, თანხის უფასო შეტანა/გამოტანას, კომუნალურების გადახდას”.
მისი თქმით, „ლიბერთი ბანკთან“ ხელშეკრულება შვიდწლიან პერიოდს ითვალისწინებს და ამ დროის განმავლობაში მოქნილი პირობები შენარჩუნებული იქნება.
როგორც ამავე ბფირინგზე, “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თქვა, “საარჩევნო რეფორმის შემდეგ, ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც ერთად, საერთო ძალისხმევით, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ შედეგს მიაღწია. საერთო ძალისხმევით შევძელით ის, რომ ბანკი აღარ გაძარცვას პენსიონერებს. არაადამიანურ პროცენტში არათუ აღარ მისცემს, ვეღარ მისცემ სესხს და მაქსიმალური იქნება 26%. ეს თავიდანვე სატენდერო პირობებში ჩადებული ზღვარი იყო”.