დევნილთა სააგენტოს დირექტორი დევნილ ოჯახებს ესტუმრა და შობა-ახალი წელი მიულოცა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი, ირაკლი მხეიძე დევნილ ოჯახებს ესტუმრა, მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და შობა-ახალი წელი მიულოცა.
ჯანდაცვის სამინისტრომ საჯაიების და რურუების ქირით მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, 2022 წელს გადასცა. წელს კი ახალ წელს საკუთარ სახლებში შეხვდნენ.
როგორც ირაკლი მხეიძემ აღნიშნა, დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა, უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლიდან, 3 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ბინები და სახლები 13 000 დევნილ ოჯახს გადაეცემა.