მსახიობი ჯერემი რენერი თოვლის გაწმენდის დროს მიღებული დაზიანების გამო, კრიტიკულ მდგომარეობაშია

ამერიკელი მსახიობი, 51 წლის ჯერემი რენერი კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაშია. მსახიობმა დაზიანება 1-ელ იანვარს ნევადას შტატში საკუთარ რანჩოში თოვლის გაწმენდის დროს მიიღო.

როგორც The Hollywood Reporter-ს მისმა წარმომადგენელმა უთხრა, ის საგანგებოდ ვერტმფრენით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი და “მდგომარეობა კრიტიკული, მაგრამ სტაბილურია”.

პორტალ TMZ-ის ინფორმაციით, რენერი სახლთან დათოვლილ გზას ასუფთავებდა. ამისთვის ის სათხილამურო ტრასების მოსამზადებლად გამოსაყენებელ ტექნიკას იყენებდა.

მეზობლების თქმით, რაღაც მომენტში თოვლის საწმენდმა მანქანამ მსახიობს ფეხზე შემთხვევით გადაუარა. თვითმხილველების თქმით, მან ბევრი სისხლი დაკარგა და სხვა დაზიანებები მიიღო.

ჯერემი რენერი ყველაზე ცნობილია Marvel​-ის სუპერგმირული ფილმების სერიებში “ჰოუკის” როლის შესრულებით.

ის ასევე იყო ნომინირებული “ოსკარზე” საუკეთესო მსახიობი კაცისთვის ფილმში -“ქარიშხლის მბრძანებელი”(The Hurt Locker);

მონაწილეობდა ისეთ ფილმებში, როგორიც არის – “თაღლითობა ამერიკულად” (American Hustle), “მისია შეუსრულებელია” (Mission: Impossible: Ghost Protocol), “ბორნის ევოლუცია” (The Bourne Evolution).

რენერი ასევე ნომინირებული იყო “ოსკარზე” საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლად ფილმში „ქალაქი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები