უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონში ოკუპანტების განთავსების კიდევ ერთი პუნქტი გაანადგურეს – დაღუპულების რაოდენობა ზუსტდება
უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის რეგიონში ოკუპანტების პირადი შემადგენლობის კონცენტრაციის კიდევ ერთი ადგილი გაანადგურეს.
როგორც უკრაინის გენშტაბის დილის მიმოხილვაშია ნათქვამი, 1-ელ იანვარს სოფელ ფედორივკაში მათი განლაგების კიდევ ერთი პუნქტია განადგურებული.
აღნიშნულია, რომ მტრის დანაკარგი ზუსტდება.
ცნობისთვის, ეს არის რუსი სამხედროების განადგურების მეორე ლოკაცია. ახალი წლის ღამეს უკრაინელმა სამხედროებმა HIMARS-ით ექვსი სარაკეტო დარტყმით დონეცკის რეგიონის ქალაქ მაკიივკაში, ტექნიკუმის შენობა დაბომბეს, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფი დროებითი განლაგების პუნქტად იყენებდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარის შედეგად 63 სამხედრო დაკარგეს. თუმცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ 400-მდე რუსი ჯარისკაცია დაღუპული და 300 დაშავებული.