ზელენსკი: გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანული წარმოების დრონებით ხანგრძლივ შეტევას გეგმავს

უკრაინის ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანული წარმოების „შაჰედის“ დრონებით ხანგრძლივ ტერორისტულ თავდასხმას გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ტერორისტების მორიგი მიზანი ჩავარდეს.

„წლის დასაწყისიდან მხოლოდ ორი დღე გავიდა და უკრაინის თავზე ჩამოგდებული ირანული დრონების რაოდენობა უკვე 80-ზე მეტია. უახლოეს მომავალში ეს რიცხვი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან ამ კვირებში შესაძლოა, საკმაოდ რთული ღამეები გვქონდეს.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი „შაჰედებით“ ხანგრძლივ შეტევას გეგმავს. მისი ფსონი შეიძლება იყოს ადამიანური რესურსის, საჰაერო თავდაცვის ამოწურვა ან ჩვენი ენერგეტიკის დაღლილობა. მაგრამ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ტერორისტების ეს მიზანი ისევე ჩავარდეს, როგორც ყველა სხვა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები