ავსტრალიაში ერთმანეთს ორი ვერტმფრენი შეეჯახა – არის მსხვერპლი

ავსტრალიის ოქროს სანაპიროზე ერთმანეთს 2 ვერტმფრენი შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაშავებულია კიდევ 3 ადამიანი. მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციის ცნობით, შეჯახება იმ დროს მოხდა, როდესაც ერთი ვერტმფრენი აფრინდა, ხოლო მეორე ჯდებოდა.

მომხდარზე გამოძიება ავსტრალიის ტრანსპორტის უსაფრთხოების ბიურომ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები