FIFA-ს პრეზიდენტი ყველა ქვეყანას თხოვნით მიმართავს, რომ ერთ-ერთ საფეხბურთო სტადიონს პელეს სახელი მიანიჭონ
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს განცხადებით, ორგანიზაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანას თხოვნით მიმართავს, ერთ-ერთ საფეხბურთო სტადიონს პელეს სახელი მიანიჭონ.
ჯანი ინფანტინომ, რომელიც ბრაზილიაში პელეს დაკრძალვაზე იმყოფება, ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა:
„მსოფლიოს ყველა ქვეყანას თხოვნით მივმართავთ, თავიანთ ერთ-ერთ საფეხბურთო სტადიონს პელეს სახელი მიანიჭონ“.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდა, პელე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი სამჯერ მოიგო და 1 000-ზე მეტი გოლი გაიტანა, გასულ კვირაში 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.