მარტვილში საახალწლო კონცერტი გაიმართა  

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ღია ცის ქვეშ საახალწლო კონცერტი გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლები. ასევე, მონაწილეობდა მოწვეული მომღერალი სოფო ბედია.

“ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით. მონაწილეებმა შეასრულეს, როგორც ქორეოგრაფიული ასევე მუსიკალური ნომრები. დამდეგი ახალი წელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა – თორნიკე ჯანაშიამ მიულოცა. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები