პუტინმა რუს დიპლომატებს ორდენები და მედლები გადასცა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე რუსი დიპლომატისთვის სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.
„რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი დიპლომატიური სამსახურისთვის ჯილდო, ღირსების ორდენი გადაეცემა: დარჩიევ ალექსანდრეს – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი. მეგობრობის ორდენი – ბარბინ ვლადიმერი – რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში.
გარდა ამისა, რუსეთის ელჩი ბენინში იგორ ევდოკიმოვი და რუსეთის ელჩი სომხეთში სერგეი კოპირკინი დაჯილდოვდნენ მეორე ხარისხის ორდენით „სამშობლოსათვის დამსახურებისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში.