პესკოვი აცხადებს, რომ გრიპისა და კორონავირუსის მუტაციების გამო, პუტინი ჟურნალისტებთან არ ისაუბრებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გრიპისა და „კორონავირუსის მუტაციების“ გამო ჟურნალისტებთან არ ისაუბრებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„სიმართლე გითხრათ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს პერსპექტივაში ის [პუტინის კომუნიკაცია მედიასთან] იქნება ზუსტად ისეთივე, როგორც პანდემიამდე იყო. ასეთ პირობებში პრეზიდენტის ჯანმრთელობა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია. ამიტომ მოლოდინი, რომ მალე ისევე იქნება, როგორც ადრე, მცდარი იქნებოდა. გიპასუხებთ: არ იქნება. მიმდინარეობს კორონავირუსის მუტაციის პროცესები და გრიპის სხვადასხვა შტამების ძლიერი ეპიდემიოლოგიური ტალღები, ამიტომ მათ, ვინც პასუხს აგებს პუტინის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოების ზომები უნდა მიიღონ“, – განაცხადა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები