დენის შმიგალი აცხადებს, რომ ომის მიუხედავად, მომავალ წელს, უკრაინელი პენსიონერები გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ომის მიუხედავად, მომავალ წელს, მინისტრთა კაბინეტი პენსიების ინდექსირებას მოახდენს. ამის შესახებ შმიგალმა მთავრობის ბოლო სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის მიუხედავად, თითქმის 11 მილიონი უკრაინელი პენსიონერი ანაზღაურებას დროულად იღებს.

„გარდა ამისა, წელს ჩვენ პენსიების ინდექსირება მოვახდინეთ და 16%-ით გავზარდეთ. პენსიების ინდექსირებას 2023 წელს  მოვახდენთ“, – განაცხადა შმიგალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები