დიმიტრი ხუნდაძე: არ შეიძლება, საკანი „ლუქს“ პალატამ ჩაანაცვლოს და „ლუქს“ პალატა პარტიულ ოფისად იქცეს

„არ შეიძლება, საკანი „ლუქს“ პალატამ ჩაანაცვლოს და „ლუქს“ პალატა პარტიულ ოფისად იქცეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც 3 იანვრიდან პარლამენტის წევრებისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება.

ხუნდაძის თქმით, სააკაშვილი პოლიტიკური ვაჭრობის ობიექტად იქცა და მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.

„არ შეიძლება, საკანი „ლუქს“ პალატამ ჩაანაცვლოს და „ლუქს“ პალატა პარტიულ ოფისად იქცეს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. მით უმეტეს ამ ვითარებაში, როდესაც ის პოლიტიკური ვაჭრობის ობიექტად იქცა. რეალურად, მისი ცუდად ყოფნა სწორედ ხელისუფლებას არ აწყობს, ექსპრეზიდენტის ზოგიერთ პოლიტიკურ მეგობარს კი ახლა წაადგებოდა ვითარების დასაძაბად და „შანსიც გაჩნდებოდა“. დღემდე, მიხეილ სააკაშვილს 1600-მდე სტუმარი სტუმრობდა. ვინ იღებს გარანტიას, რომ მათ შორის ყველა სანდოა მისი უსაფრთხოებისთვის?“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები