უკრაინელების 60%-ს სურს შობა 25 დეკემბერს აღინიშნებოდეს – გამოკითხვა

უკრაინელების 60%-ს სურს შობის დღესასწაული 25 დეკემბერს აღინიშნებოდეს, ხოლო მხოლოდ 25%-ს – 7 იანვარს.

შესაბამისი გამოკითხვა Diya-მ ჩაატარა და ყველაზე მასშტაბური გახდა.

კვლევაში, ერთი კვირის განმავლობაში, 1,5 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ასევე, 12,5%-მა ხმა ორივე თარიღს მისცა, დანარჩენებმა თქვეს, რომ შობას არ აღნიშნავენ.

უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წელს ოფიციალურად მისცა ეპარქიებს უფლება აირჩიონ, როდის უნდა აღნიშნონ შობის დღესასწაული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები