გიორგი ხელაშვილი: სააკაშვილი პატიმრის როლში არასდროს ყოფილა, მას თავისი საკანი და შემდეგ საავადმყოფოს პალატა ოფისად ჰქონდა გადაქცეული

ფაქტობრივად სააკაშვილი პატიმრის როლში არასდროს ყოფილა, ვინაიდან მას თავისი საკანი და შემდეგ საავადმყოფოს პალატა პრაქტიკულად ოფისად ჰქონდა გადაქცეული, სადაც უამრავ მნახველს იღებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ეს იმდენად პოლიტიკური პრობლემა არ არის, რამდენადაც ის, რომ თავისთავად მისი ჯანმრთელობიდან და განსაკუთრებით ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს აყენებდა მას არანორმალურ პირობებში, რაც ხელს უშლის როგორც მის გამოჯანმრთელებას, რომ ის ციხეში დაბრუნდეს, ასევე შეიცავს უსაფრთხოების გარკვეულ რისკებს. ასე რომ, ვფიქრობ, ამაში განსაკუთრებული და მით უმეტეს, პოლიტიკური არაფერია“, – აღნიშნა ხელაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, 3 იანვრიდან პარლამენტის წევრებისთვის სააკაშვილის მონახულების მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები