კახა თარგამაძეს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ეთქვა
შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კახა თარგამაძეს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ეთქვა. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მოაწერა ხელი.
„დიდი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საჭიროდ მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს, რომ კახა თარგამაძეს უარი ეთქვა საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კახა თარგამაძემ, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, იუსტიციის სახლს 2014 წლის ივლისში მიმართა. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშილს უნდა მიეღო. როგორც კახა თარგამაძემ „კვირას“ განუცხადა, ანალოგიური მოთხოვნით მისმა მეუღლემ და შვილმა იუსტიციის სახლს ჯერ კიდევ 7-8 თვის წინ მიმართეს. მითი თქმით, მათ საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინეს.
კახა თარგამაძემ საქართველო 2003 წელს, “ვარდების რევოლუციამდე” დატოვა და რუსეთის მოქალაქე გახდა.