„რუსეთის სპეცსამსახურები მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ახალი სისხლისღვრისთვის ამზადებენ“

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კრემლის გეგმები, რომლებიც სააკაშვილით უნდა განხორციელებულიყო მშვიდობიანად ჩაშალა რასაც ისინი ვერ ეგუებიან. როგორც ხაჭაპურიძე გაზეთ ასავალ-დასავალტან“ ინტერვიუში აცხადებს, რუსეთის სპეცსამსახურები მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ახალი სისხლისღვრისთვის ამზადებენ.
„სააკაშვილის დღევანდელი აქტივობები არც ევროპის და არც ამერიკის ინტერესებში არ შედის! ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში გუშინ ვინ ჰყავდათ პრეზიდენტად, ის აღარ ახსოვთ და აღარ აინტერესებთ და მაინცდამაინც სააკაშვილზე გადაირევიან? სარკოზის წაუყენეს ბრალი და ამაზე არ გადარეულან ევროპელები და ამერიკელები და სააკაშვილი ვის დაჰკარგვია? ეს არის რუსული კარტი, რომელიც ჯერ ბოლომდე არ გაჭრილა! რუსეთის გეგმაა რომ საქართველო შუაზე გაყოფილიყო და რიკოთს იქით და რიკოთს აქეთ ცალ-ცალკე ხელისუფლება ყოფილიყო, ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიანი გზებით ჩაშალა და კრემლში ამას ვერ ეგუებიან! რა უნდა ქნან? ერთადერთ იმედად ისევ სააკაშვილი ჰყავთ და ახალი პროვოკაციებისთვის მის გამოყენებას აპირებენ“, – აცხადებს ხაჭაპურიზე „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები