კახა კალაძემ აჭარაში მშენაბარე ჰესები დაათვალიერა
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და კომპანია შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს დირექტორმა პიტერ ჯოზეფ რეიმ „შუახევიჰესზე“ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. აჭარისწყლის ხეობაში სამშენებლო სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე დასრულებულია სამშენებლო ბანაკები, მოწესრიგებულია ობიექტთან მისასვლელი გზები, დასრულებულია საკომუნიკაციო ინფრაქტრუქტურაც. სამშენებლო სამუშაოებს თურქული კომპანია „აგე ბათუმი“ აწარმოებს.
სამუშაოები 6 სხვადასხვა გვირაბის შტოლნის მშენებლობას მოიცავს. უახლოეს მომავალაში დაიწყება დამატებითი 2 შტოლნის მშენებლობაც.
საერთო ჯამში გაყვანილია 700მ გვირაბი. „შუახევჰესის“ დადგმული სიმძლავრე 178 მგვტ-ია, წლიური გამომუშავება – 445,1 მლნ კვტ.საათი.
პროექტით გათვალისწინებულია 2 კაშხლისა და წყალსაცავების მოწყობა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 300 მლნ აშშ დოლარია. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2016 წლის მეორე ნახევარში დასრულდება. „შუახევიჰესი“–ს მშენელობაზე 376 ადგილობრივია დასაქმებული. შუახევიჰესის პროექტი დღემდე საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური დონის ამაღლებას, რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მუნიციპალიტეტების საგადასახადო შემოსავლების ზრდას. დღესვე, ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ ის დირექტორთან ეროლ გუზელთან ერთად, აჭარაში „ხელვაჩაური ჰესი 1-ზე“ და „კირნათი ჰესზე“ მიმდინარე სამშენებლო სამუშოები მოინახულა. ამ ეტაპზე „კირნათი ჰესზე“ მიმდანარეობს წყალსაცავი ნაგებობის მშენებლობა. „ხელვაჩაური ჰესი 1-ზე“ წყალსაცავი ნაგებობის მშენებლობა უკვე დასრულდა და დაწყებულია ტურბინა გენერატოროების მიმდებარე ნაწილის სამშენებლო სამუშაოები. თურქული კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ მდინარე ჭოროხზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობას ახორციელებს, რომელიც სამ ჰესს მოიცავს – „კირნათი ჰესი“, „ხელვაჩაური ჰესი 1“ და „ხელვაჩაური ჰესი 2“. „კირნათი ჰესი“ და „ხელვაჩაური ჰესი 1“ ექსპლუატაციაში 2016 წელს შევა, ხოლო კასკადში შემავალი მესამე ელექტროსადგურის პროექტის „ხელვაჩაური ჰესი 2“ – ის განხორციელებას კომპანია 2015 წელს დაიწყებს და 2018 წელს დაასრულებს. ჰიდროელექტროსადგურების კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრე 126 მგვტ-ს შეადგენს. კასკადი წლიურად 560 მლნ კვტ.საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარია, საიდანაც კომპანიამ 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა.