ჯოზეფ ბორელი: რუსეთის ომის დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება – ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელი იქნება

რუსეთის ომის დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბორელმა აღნიშნა, უკრაინისადმი მათი მხარდაჭერა უცვლელი იქნება.

„კიდევ ერთი უაზრო და მასიური რუსული სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე, განურჩევლად ანადგურებს ინფრასტრუქტურას და სამედიცინო დაწესებულებებს, განზრახ ირჩევს სამიზნეს და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. რუსეთის ომის დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელი იქნება“, – წერს ჯოზეფ ბორელი Twitter-ზე.

ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ მორიგი სარაკეტო თავდასხმა 29 დეკემბერს განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები