ნათელაშვილი წამლის რეცეპტით გაცემის გაუქმებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული არაადამიანური ნორმის გაუქმების მოთხოვნით – ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი რეცეპტით წამლის გაყიდვას. მისი თქმით, ახალი რეგულაცია სერიოზულ პრობლემებს შექმნის.
„პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის კანონი, რომლის თანახმადაც აფთიაქებიდან იკრძალება მასობრივი წესით ურეცეპტოდ წამლების გაცემა. ეს სასიკვდილო განაჩენია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უფულობის გამო ექიმთანაც ვერ მიდიოდნენ და ახლა უკვე ფასიანი რეცეპტი გახდა საჭირო წამლის შესაძენად. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული არაადამიანური ნორმის გაუქმების მოთხოვნით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.