გიორგი ვოლსკი: ვიღაცას მართლაც მიაჩნია, რომ შანტაჟით შეიძლება ივანიშვილმა გადადგას ნაბიჯი, რომელიც მისი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული – ეს არის დანაშაულებრივი შეცდომა

“ვიღაცას მართლაც მიაჩნია, რომ შანტაჟით, ქონებრივი ხასიათის დაზიანების მიყენების მუქარით, შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა გადადგას ნაბიჯი, რომელიც მისი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ეს არის დანაშაულებრივი შეცდომა, რომელსაც სჩადიან. მათ შორის Credit Suisse, რომელიც იშველიებს ევროპარლამენტის რეზოლუციას იმისთვის, რომ თავისი ელემენტარული დანაშაული ბიძინა ივანიშვილის მიმართ, გამოასწოროს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივმა მრჩევლებმა „კრედიტ სუისსთან“ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები