რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობის“ წევრებმა ზურაბიშვილის რეზიდენციასთან შეკრებილ ღირსეულ მოქალაქეებს ორკები უწოდეს, ამ უტიფრებმა

„ნაცმოძრაობის“ წევრებმა სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან შეკრებილ ღირსეულ მოქალაქეებს ორკები უწოდეს, ამ უტიფრებმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ პარტიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მის წევრებს ძალაუფლება უნდათ, რომელიც მხოლოდ პირადი ამბიციებისთვის სჭირდებათ.

„ჯერ გირგვლიანის ოჯახს მიაყენეს პირადად შეურაცხყოფა. შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა მხარდამჭერებმა კიდევ უფრო ამორალურად გაშალეს ეს თემა და გუშინ, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან შეკრებილ ღირსეულ მოქალაქეებს ორკებიც კი უწოდეს ამ უტიფრებმა. ეს ყველაფერი სინამდვილეში აჩვენებს, რომ ესენი არიან შურისმაძიებლები, რომელთაც უნდათ მხოლოდ ძალაუფლება, რომელიც სჭირდებათ მხოლოდ, პირადი ამბიციების დაკმაყოფილებისათვის, მაგრამ ამას ვერასდროს ეღირსებიან“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები