ნინო ნადირაძე: მიმყარდება ეჭვი შალვა ხაჭაპურიძის ნარკოდამოკიდებულებაზე, რომელსაც აქტიურად განიხილავდნენ ბატონები ჩალაძე და ბარამაშვილი

მგონი, მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე, რომელსაც აქტიურად განიხილავდნენ ბატონები ჩალაძე და ბარამაშვილი ჩემი და ჩემი მოადგილის თანდასწრებით, – წერს “ვივამედის” გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში, რითაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას ეხმიანება.

“125 პატიმარი ჰყავსო “ვივამედს” მკვდარიო, აცხადებს ხაჭაპურიძე, გარდაცვლილია 2019 წლიდან 19 პაციენტი, რეანიმაცია არ აქვთო, ცხვირწინ უვლის ყოველ მოსვლაზე ამ დეპარტამენტს, სხვა უამრავ კლინიკის მადისკრედიტირებელ ბოდვაზე რომ არაფერი ვთქვა. მგონი მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე, რომელსაც აქტიურად განიხილავდნენ ბატონები ჩალაძე და ბარამაშვილი ჩემი და ჩემი მოადგილის თანდასწრებით”, – წერს ნინო ნადირაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები