მიხეილ ცაგარელი: სააკაშვილს საქართველოში ვერ ვხედავ, მას წინ მძიმე ორი წელი ელის

„სააკაშვილს საქართველოში ვერ ვხედავ“ – აცხადებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში და მკითხველს პოლიტიკურ პროგნოზებს სთავაზობს. მიხეილ ცაგარელი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წინ მძიმე ორი წელი ელის.
„სააკაშვილის კარიერა მძიმე შედეგით დასრულდება, მხოლოდ ერთი რამის გამო – ვერ გაუძლო ამბიციებს, ავტორიტეტად აღარ ჩამთვალა, არც ჭკვიანი ადამიანების რჩევები მიიღო, მხოლოდ საკუთარი თავი მიაჩნია ერთადერთ და განუმეორებელ არსებად, მიუხედავად ამისა, მოსალოდნელ საფრთხეებზე მაინც ვაფრთხილებდი. მაგალითად როდესაც ვლადიმერ პუტინს უნდა შეხვედროდა, ორჯერ გავაფრთხილე, შეხვდრა ივლისის თვეში არ დაენიშნათ. არ დამიჯერა და ეს შეხვერდრები საქართველოსთვის ცუდად დამთავრდა. 2008 წლის 27 ივლისს ტელევიზიით გავაფრთხილე, სამი რვიანის კომბინაცია – 08.08.08 კატასტროფულად მძიმეა, საომარ სიტუაციას მოასწვავებს, ცდუნებას არ აჰყვე-მეთქი. არ შეისმინა და სერიოზული შეცდომა დაუშვა. ასე რომ სააკაშვილი ავიდა რა კარიერულ აღმასვლაზე და პრეზიდენტი გახდა, თავისი უარყოფითი და უკონტროლო გამონათქვამებით, სასტიკად დაიბინძურა აურა. ახლაც ამ დამძიმებული აურით დადის, წინ მძიმე ორი წელი ელის“, – აცხადებს მიხეილ ცაგარელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები