ოთარ შამუგია: მომავალ წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, ბიუჯეტიდან 14 მლნ ლარი დაიხარჯება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებლების და პოტენციალის შესახებ ისაუბრა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ღვინის ექსპორტის შარშანდელი რეკორდული მაჩვენებელი მიმდინარე წელს კიდევ უფრო გაიზრდება.

„ექსპორტის მაჩვენებლების ზრდა იმის შედეგია, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა დავგეგმოთ რაც შეიძლება მეტი ღონისძიება იმ პრიორიტეტულ ბაზრებზე, სადაც ჩვენი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა.
მომავალ წელს, მხოლოდ ბიუჯეტიდან, 14 მლნ ლარი დაიხარჯება ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ბაზარზე, ჩინეთში. ამ მიმართულებით, აქტიურად ვიწყებთ საქმიანობას სამხრეთ კორეაში. აღსანიშნავია, რომ ამერიკის და იაპონიის ბაზრებზე, ექსპორტის, დაახლოებით, 40%-იანი ზრდა გვაქვს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერა იქნება იმისათვის, რომ ქართული ღვინო მეტად პოპულარული გახდეს; მეწარმეებს კიდევ უფრო მეტად დავეხმარებით, რომ მათ შეძლონ ქვეყნიდან ექსპორტზე მეტი პროდუქციის გატანა“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები