გიორგი ვოლსკი: ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებაში შემოიტანონ დიდი დოზით დეზინფორმაცია
„ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, და უკვე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს მთლიანობაში კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებაში შემოიტანონ დიდი დოზით დეზინფორმაცია”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებას.
ვოლსკის თქმით, სიტყვების თამაშს ნაკლები მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს.
“ეს იყო დემარში, კატეგორიული მოთხოვნა თუ საქმის გაცნობის სურვილი – რასაკვირველია, ეს ჩვეულებრივი ნორმალური პროცესია. ასე რომ სიტყვების თამაშს აქ ნაკლები მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ“, – აცხადებს ვოლსკი.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსს მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნულს ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში ელჩები დემარშით მივიდნენ.