ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე და კომისიის წევრობაზე წარდგენილი კანდიდატების საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა
დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის და კომისიის ერთი წევრის კანდიდატურების საკითხი განსახილველად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.
პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტში წარადგინა გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები, ხოლო კომისიის ერთი წევრის თანამდებობაზე – თამაზ ფოლადაშვილის და რუსუდან ქურდიანის კანდიდატურები.