დიმიტრი ხუნდაძე: იმედს ვიტოვებ, რომ პრეზიდენტი არ აჰყვება სააკაშვილის სიმულაციის გაგრძელებას, რომელიც მიზნად ისახავს მის შეწყალებას

“მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ პრეზიდენტი არ აჰყვება მიხეილ სააკაშვილის სიმულაციის გაგრძელებას, რომელიც მიზნად ისახავს მის შეწყალებას. მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილმა სამართალს უნდა გაუწიოს ანგარიში”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა საკითხთან დაკავშირებით მკვეთრი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.

“კითხვის ნიშანი მოქალაქეებში თავად სალომე ზურაბიშვილმა გააჩინა და ეს კითხვის ნიშანი კიდევ უფრო გაამყარა მისი გაურკვეველი პოზიციით, როცა მან თქვა, რომ პასუხი იქნება მაშინ, როცა იქნება პასუხი. ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ეს პოზიცია ნათელი ყოფილიყო. როდესაც მყარი პოზიცია ჰქონდა პრეზიდენტს მან მკვეთრად განაცხადა, რომ ის არ შეიწყალებდა მიხეილ სააკაშვილს, ამიტომ ეს კითხვის ნიშანი კიდევ უფრო გაიზარდა.

მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ პრეზიდენტი არ აჰყვება მიხეილ სააკაშვილის სიმულაციის გაგრძელებას, რომელიც მიზნად ისახავს მის შეწყალებას. მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა დაფიქრდეს, უნდა გაუწიოს ანგარიში სამართალს, საზოგადოების განწყობას, პერსპექტივას, ქვეყნის სამართლებრივ და ასევე პოლიტიკურ მომავალს და მან უნდა მკვეთრად დააფიქსიროს მისი აუცილებელი პოზიცია”, – განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები