გიული ალასანია: პრეზიდენტთან უცნაური ხალხი რომ მივიდა და უყვიროდა “მოკალი, მოკალი” – ეს რა უბედურებაა

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ “ნაცმოძრაობის” მმართველობის პერიოდში ნაწამები ან მოკლული ადამიანების ოჯახის წევრებს “უცნაური ხალხი” უწოდა და აღნიშნა, რომ მათი ქმედებებით აღშფოთებულია.

„ყველაფრისგან დამოუკიდებლად, ძალიან აღშფოთებული ვარ იმით, რაც პრეზიდენტის [სალომე ზურაბიშვილის] წინააღმდეგ ხდება ამ კამპანიის გამო. ეს არის სრულიად წარმოუდგენელი. გუშინ იქ უცნაური ხალხი რომ მივიდა და უყვიროდა “მოკალი, მოკალი”. ეს რა უბედურებაა. ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი,” – თქვა ალასანიამ.

შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტის რეზიდენციასთან “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში სისტემის მიერ ნაწამები ან მოკლული პირების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს, მოთხოვნით – არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები