ვატო შაქარიშვილი: „არ გვსურს ამ ძლივს დაწყნარებული ქვეყნის არევა ერთი გადაწყვეტილებით, რომელიც სააკაშვილის, დიდი დამნაშავის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ეხება“

გუშინდელი შეკრება არავის წინააღმდეგ, მათ შორის არც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ არ იყო. ეს იყო მისი მხარდამჭერი, გამამხნავებელი შეკრება იმისათვის, რომ მან მიმდინარე ზეწოლას გაუძლოს, ბულინგს არ დაექვემდებაროს, მისი ერთი ხელმოწერით არ დაუშვას საბედისწერო შეცდომა, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილის, ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამნაშავის შეწყალება, რომლის პასუხისმგებლობისგან არიდებაც ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცუდ პროცესებს გამოწვევს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შაქარიშვილმა  პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გუშინ გამართული აქციის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეაფასა.

„გუშინ ჩვენ ძალიან სამწუხარო პროცესის მომსწრენი გავხდით. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მის ლეგიტიმაციას, ფაქტობრივად, საკუთარივე ხელით საბოლოო წერტილი დაუსვა. გუშინ პრეზიდნეტის ადმინისტრაციასთან მისი შინაარსით აბსოლუტურად მშვიდობიანი სამოქალაქო შეკრება გაიმართა, რომელიც დააორგანიზეს სააკაშვილის რეჟიმის დროს რეპრესირებულმა ოჯახებმა, შვილმოკლულმა მშობლებმა, იმ ადამიანებმა, ვისაც ქონება წაართვეს, თავისუფლება შეუზღუდეს, ჯანმრთელობა დაუზიანეს, ღირსება შეულახეს. ამ ადამიანების თვითორგანიზებით, არანაირი პოლიტიკური კომპონენტით რამდენიმე ათასიანი შეკრებ შედგა. სპონტანურად დაანონსებული აქციისთვის, დამეთანხმებით, ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო, რომლებსაც ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე აბსოლუტურად საუფუძლიანად ეჭვი გაუჩნდათ იმასთან დაკავშირებით, რომ ზურაბიშვილის პოზიციაში ბზარი შევიდა, ვგულისხმობს მის პოზიციას, რომელიც გამოხატა „არა და არასდროს“ პასუხით. ქვეყნის შიგნიდან, თუ გარედან მასზე განხორციელებული უპრეცედენტო ზეწოლის და შეტევის ფონზე მისი განცხადებების ტონი, შინაარსი, მისი ბოლოდროინდელი რიტორიკა, შეიცვალა, რამაც საზოგადოებას განგაშის საფუძველი მოგვცა. მის რეზიდენციასთან შევიკრიბეთ, ეს შეკრება არავის წინააღმდეგ, მათ შორის არც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ არ იყო. ეს იყო მისი მხარდამჭერი, გამამხნავებელი შეკრება იმისათვის, რომ მან მიმდინარე ზეწოლას გაუძლოს, ბულინგს არ დაექვემდებაროს, მისი ერთი ხელმოწერით არ დაუშვას საბედისწერო შეცდომა, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილის, ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამნაშავის შეწყალება, რომლის პასუხისმგებლობისგან არიდებაც ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცუდ პროცესებს გამოწვევს.

იმ 562 ქალბატონმა, რომელმაც გარკვეულ პეტიციას მოაწერა ხელი, 152-მდე ყოფილმა საჯარო მოხელემ, მედიამ, ყველა აქტორმა – ევროპარლამენტრებმა, კონგრესმენებმა, სენატორებმა, ყველამ, ვინც სააკაშვილის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების პროცესში მონაწილეობს, უნდა იცოდეს, რომ ამას არანაირი ჰუმანიტარული და ჰუმანური საფუძვლები არ უდევს, არამედ ერთადერთი საფუძველი აქვს – ამ ქვეყნის დესტაბილიზაცია, არევა, რის შედეგადაც ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ სასურველი ძალები, რომლებმაც სისრულეში უნდა მოიყვანონ მთავარი მიზანი – საქართველოს ომში ჩათრევა. შესაბამისად, სააკაშვილის პასუხისმგებლობისგან გაქცევა, მისი ნებისმიერი ფორმით გათავისუფლება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ეს ამ საქმის გარშემო ერთადერთი სიმართლეა, მით უმეტეს, იმ კადრების ფონზე, რაც ჩვენ ვიხილეთ, სადაც ჩანს, სააკაშვილი მისთვის ჩვეული ფომებით აგრესიით, შეურაცხყოფით, ძალადობით როგორ იქცევა, როგორ სიმულირებს, როგორ იტყუება, მთელს საზოგადოებას როგორ შეურაცხყოფას აყენებს.

ნამდვილად უბედურებაა, რომ ეს კაცი 9 წლის განმავლობაში ქვეყნის მმართველი იყო. დაახლოებით 20 წელია ეს ადამიანი ჩვენს ქვეყანას არ ასვენებს, როგორც მაოხრებელი გზირი, მას საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი, მთელი პოლიტიკური, საინფორმაციო ველი შეჭმული აქვს. ამ წინასაახალწლოდ კვლავ გვაქვს საფიქრალი, სადარდებელი, რადგან არ გვსურს ამ ძლივს დაწყნარებული, დასტაბილურებული ქვეყნის არევა ერთი გადაწყვეტილებით, რომელიც ძალიან დიდი დამნაშავის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ეხება“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ 15:00 პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს და მოითხოვეს, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალოს.

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს მიმართა.
„ჯერ მე მაქვს კითხვები: აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ მათივე შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, როცა ვიდექი ქუჩაში?”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს, თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.

„მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები