ლევან ხაბეიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა შესაძლოა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს

სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მან შესაძლოა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება იძლეოდა იმის შესაძლებლობას, აღვიქვათ, რომ შესაძლოა, ამ ადამიანმა მიიღოს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და არ დაიჭიროს მაგალითად კალაძის პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას თუ გვიცვლიან ჩვენი ევროპელი კოლეგები სტატუსში ან ევროკავშირის წევრობაში, თურმე ეს არ აინტერესებს. ვინ მისცა კალაძეს უფლება, გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის მომავალი და ევროკავშირზე თქვას უარი, როცა საქართველოს მოქალაქეების 80% უნდა ცივილური სამყაროს წევრობა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. „ქართული ოცნების“ წევრები ზოგადად ყველას ესხმიან თავს, ვისაც მარტივად ვერ მართავენ, ვის გადაწყვეტილებაშიც ვერ ერევიან. იგივე კალაძის განცხადება ხომ მუქარა იყო, როცა თქვა, რომ ზურაბიშვილს კარიერა აღარ ექნება, მძიმედ დაამთავრებს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა – „მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები