“დასავლეთი ვერ ამტკიცებს, რომ ირანი რუსეთს დრონებს აწვდის” – ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთი ვერ ამტკიცებს ინფორმაციას, რომ ირანი რუსეთს, დრონებს აწვდის.
ამის შესახებ მან “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა.
“დასავლელებმა გაეროს უშიშროების საბჭოში აურზაური წამოიწყეს რუსეთში ირანული “დრონების”, სავარაუდო მიწოდებასთან დაკავშირებით. როგორც წესია, ყველაფერი “ძალიან სავარაუდო” სტილშია. ფაქტები ვერ მოჰყავთ, თუმცა არც ცდილობენ ამას“, – განაცხადა ლავროვმა.