კიევში აფეთქებებია – 100-მდე რაკეტის გაშვებაა მოსალოდნელი
რუსი ოკუპანტები უკრაინას მასიურად უტევენ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ დღეს 100-მდე რაკეტის გაშვებაა მოსალოდნელი.
მედია კიევში აფეთქებებზე წერს, თუმცა მათი ჩამოვარდნის ადგილი და ზიანის მასშტაბი უცნობია.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია კიევის ოლქში ჩამოგდებული რაკეტის ფრაგმენტისგან გაჩენილი ხანძრის შესახებ.
რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს, სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები სოციალურ ქსელში სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ.
ძირითადად საუბარია იმაზე, რომ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მუშაობენ და მტრის ჭურვების მოგერიება ხერხდება.
ამასთან, ხალხს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ და თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.