თურგაი ველი-ზადე ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა
ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად თურგაი ველი-ზადე დაინიშნა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების შესაბამისად, თურგაი ველი-ზადე სსიპ ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნა.
თურგაი ველი-ზადე სსიპ ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელის პოზიციას 2019 წლის სამი იანვრიდან იკავებდა და „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი ამ პოზიციას კვლავ ოთხი წლის ვადით, 2023 წლის 3 იანვრიდან დაიკავებს.