გიორგი ცუცქირიძე: ქვეყანას სჭირდება ახალი სიმძლავრეების ამოქმედება, პირველ რიგში განახლებადი ენერგიის მიმართულებით, რაც ადგილობრივ გენერაციას გააორმაგებს

ქვეყანას სჭირდება ახალი სიმძლავრეების ამოქმედება, პირველ რიგში განახლებადი ენერგიის მიმართულებით, რაც ადგილობრივ გენერაციას გააორმაგებს, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია 2022 წელს ინვესტორებთან 800 მილიონ დოლარზე მეტი ახალი ხელშეკრულებების გაფორმება, რაც დამატებით ადგილობრივ გენერაციას წლიურად 2 მილიარდ კვტ სთ-ზე მეტს შემატებს.

„საქართველო-ევროკავშირს შორის ახალი გლობალური პროექტი, იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ითვალისწინებს შავ ზღვაში ელექტრო კაბელის გაყვანას, რაც საშუალებას მოგვცემს, არა მხოლოდ ელექტრო ენერგიის გამტარი ქვეყანა გავხდეთ, არამედ თავად ვიქცეთ ელექტროენერგიის გამომმუშავებელ და ექსპორტზე გამტან ქვეყნად და მსოფლიოს მეორე მეგაეკონომიკის ევროკავშირის ერთიანი ენერგო ბაზრის წამყვან მოთამაშედ! ამის პერსპექტივა არის ცალსახა და მზარდი, რასაც თუნდაც მიმდინარე წელს ენერგეტიკის მიმართულებით მიღწეული პროგრესი ცხადყოფს, მარტო 11  თვის მონაცემებით ადგილობრივმა გენერაციამ 13 მილიარდ კვტ სთ-ს გადააჭარბა, რაც გასული წლების ანალოგიური პერიოდის მაქსიმუმია და შარშანდელ მაჩვენებელს 15%-ით აღემატება.

რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, განხორციელდა 988 მლნ კვტ.სთ. ელექტროენერგიის ექსპორტი, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულში, შესაბამისად, ქვეყანას სჭირდება ახალი სიმძლავრეების ამოქმედება, პირველ რიგში განახლებადი ენერგიის მიმართულებით, რაც ადგილობრივ გენერაციას გააორმაგებს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი 2022 წელს ინვესტორებთან 800 მილიონ დოლარზე მეტი ახალი ხელშეკრულებების გაფორმება, რაც დამატებით ადგილობრივ გენერაციას წლიურად 2 მილიარდ კვტ სთ-ზე მეტს შემატებს.

ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია, რომ საქართველოს ჰქონდეს შესაბამისი გამომუშავება ელექტროენერგიის.

ამიტომ გვჭირდება გენერაციის ობიექტების განვითარება, აშენება, როგორც მწვანე ენერგიის მიმართულებით, იგულისხმება ქარის, მზის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, ასევე თბოსადგურების, რომ ჩვენი წილი ელექტროენერგია გავყიდოთ ევროკავშირში, რაც ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავალს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ეკონომიკას, აისახება რა ენერგო ტარიფების შემცირებაში, საბოლოო ჯამში ჩვენს ხალხზე აისახება ეს სიკეთე. თავის მხრივ გენერაციის გამომუშავების ზრდა გარდა იმისა, რომ ტარიფებზე იმოქმედებს დადებითად, ასევე პოზიციურად აისახება საინვესტიციო გარემოზე, და ადგილობრივი წარმოების სტიმულირების მძლავრი ფაქტორი გახდება!

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თუ ჩვენ გვსურს სწრაფი ზრდის მიღწევა, რაც უახლოეს 5-7 წელიწადში გააორმაგებს ეკონომიკას და ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის მაჩვენებელს, და გავალთ 15 ათას აშშ დოლარამდე, რაც არის მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსი, სწორედ გენერაცია უნდა უსწრებდეს ეკონომიკის ზრდას!

გაორმაგებული ეკონომიკა არის გაორმაგებული ეროვნული დოვლათიც, რაც აისახება დასაქმების ზრდაზე, უმუშევრობის თუნდაც დღევანდელი 15 %-იანი დონიდან საშუალო ევროპულ 7-8 პროცენტიან მაჩვენებლამდე დაწევაში და მიგრაციული ტალღის შემცირებაში. ეს არის აპრიორი ამ ეკონომიკური ენერგეტიკული პარადიგმის და ჩვენს ამ გამოწვევის წინაშე ვდგავართ!

სახელმწიფოს ამოცანაც დღეს ამაში მდგომარეობს, ეს გამოწვევა მიიღოს და ყველაფერი გააკეთოს ამ ამოცანის გადასაწყვეტად! ყველა სხვა ფაქტორი, მათ შორის ცალკეული ინტერესჯგუფების პროტესტისა, რაც გასულ პერიოდებში ასე უხვად ვიხილეთ, ზოგჯერ პროვოცირებულიც კი სხვა გარე აქტორების მხრიდან, უნდა დარეგულირდეს სახელმწიფო ინტერესების ერთიან პრიზმაში!

დღეს ნებისმიერი პიროვნება ან ინტერესების ჯგუფი ვინც ღიად უპირისპირდება ამ სტრატეგიას, მით უმეტეს თუ ეს თავად ევროკავშირის დაფინანსებული პროექტია და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს საშუალებას მისცემს, უზრუნველყოს ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა ლენტეხის, ცაგერის, ონის და მესტიის მუნიციპალიტეტებში, განავითაროს ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს ახალი ჰიდროელექტროსადგურების ინტეგრირებას საქართველოს გადამცემ ქსელში, ნებსით თუ უნებლიეთ არის რუსული ინტერესების მატარებელი და არც პატრიოტიზმი და ეკოლოგია აქ არაფერ შუაშია, ეს გოლეთიანსაც ეხება და ნებისმიერ სხვა პროტესტანტსაც!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები