გურამ მაჭარაშვილი: ხელისუფლების პოლიტიკაა, კორუფცია ყველა დონეზე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი

,,ხელისუფლების პოლიტიკაა, კორუფცია ყველა დონეზე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი”,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კორუფციასთან ბრძოლა უალტერნატივო იქნება.

„მსგავს თემებზე საუბარი მარტივი არ არის, მაგრამ რეალობა და ფაქტები მოითხოვს, გარკვეული სახის რეაგირებები იყოს. ის, რაც შესაბამისი უწყებების მიერ არის გადმოცემული, ამას საზოგადოება ისმენს. ეს მეტყველებს, რომ ხელისუფლებას პოლიტიკა აქვს და კორუფცია ყველა დონეზე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. დეტალები თავად სამინისტროში იციან. ეს ის მოცემულობაა, რაშიც პროცესი მიმდინარეობს, როცა კორუფციასთან ბრძოლა უალტერნატივო იქნება“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია, ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლში კი ჩხრეკა ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები