პრინცი ენდრიუ ტიტულებს კარგავს – იგი უინძორის სასახლეს დატოვებს
მეფე ჩარლზმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პრინცი ენდრიუ ყველა სამეფო ტიტულსა და პრივილეგიას დაკარგავს და უინძორის სასახლეს დატოვებს.
ბრიტანული მედიის ცნობით, ენდრიუ მომავალში ოფიციალურად მოიხსენიება როგორც ენდრიუ მაუნტბეტენ უინძორი, რაც ნიშნავს, რომ მას ჩამოერთმევა „პრინცის“ წოდება და ტიტული “სამეფო უმაღლესობა“ („His Royal Highness“).
გადაწყვეტილება უკავშირდება წლების განმავლობაში მიმდინარე სკანდალებს, მათ შორის, გაღრმავდა ეჭვი პრინც ენდრიუს კავშირზე სექსუალურ დამნაშავე ჯეფრი ეპსტინთან, რამაც, როგორც მედია აღნიშნავს, სამეფო ოჯახის რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიაყენა.
სავარაუდოდ, ენდრიუ უახლოეს პერიოდში დატოვებს უინძორის სამეფო ოჯახს და საცხოვრებლად კერძო საკუთრებაში არსებულ ახალ რეზიდენციაში გადავა.
ბრიტანული მედიის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა თანამედროვე მონარქიის ისტორიაში და მიზნად ისახავს საზოგადოებაში სამეფო ოჯახის იმიჯის აღდგენას.
