ენერგეტიკის სამინისტრო: „რუსთავი 2“ დეზინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 17 აგვისტოს ტელეკომპანიის ეთერით გასული სიუჟეტი სოფელ ცხავერის ელექტროფიცირების სამუშოების შეწყვეტის შესახებ დეზინფორმაციულია და ჩრდილს აყენებს საქართველოს მთავრობისა და ენერგეტიკის სამინისტროს რეპუტაციას.
“სამწუხარო და შემაშფოთებელია, როდესაც მედიასაშუალება ობიექტური ინფორმაციის გაშუქების ნაცვლად, მოსახლეობაში ავრცელებს მცდარ ინფორმაციას და მოქალაქეები შეყავს შეცდომაში. 17 აგვისტოს „რუსთავი 2-ის“ ეთერით გასული სიუჟეტი – კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავერის ელექტროფიცირების სამუშოების შეწყვეტის შესახებ არის დეზინფორმაციული და ჩრდილს აყენებს საქართველოს მთავრობისა და ენერგეტიკის სამინისტროს რეპუტაციას. მაშინ, როდესაც ენერგეტიკის სამინისტრო ღიაა ყველა მედია საშუალებასთან თანამშრომრომლობისთვის, აღნიშნულ საკითხზე ტელეკომპანია “რუსთავი 2“ უწყების პოზიციით არ ინტერესდება.
მოგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგად, სოფელი ცხავერის ელექტროფიცირების პროექტი უკვე დასრულებულია. ასევე, დასრულებულია ელექტროფიცირების სამუშაოების ტენდერი. ელექტორფიცირების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს. 19 აგვისტოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანიას შორის დაგეგმილია ხელშეკრულების გაფორმება, რის შემდეგაც, უახლოეს დღეებში, დაიწყება ელექტროფიცირების სამუშოები. სატენდერო პირობების თანახმად, სოფელი ცხავერის ელექტროფიცირება დასრულდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარულ დღეში.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და შევახსენებთ ყველას, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად კომპანია „რუსთავი2“-ს, ნუ ავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ჩვენი სამინისტრო თამანშრომლობს ყველასთან ღიად და ნებისმერ მოქალაქეს, ჟურნალისტს აქვს საჯარო ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის საშუალება”, – აღნიშნულია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები