ჩინეთში განაცხადეს, რომ COVID-19-თან დაკავშირებულ ვითარებას აკონტროლებენ

ჩინეთში COVID-19-თან დაკავშირებული ვითარება კონტროლს ექვემდებარება, – განაცხადა ბრიფინგზე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენბინმა.

“ამჟამად, ჩინეთში ეპიდემიური სიტუაციის განვითარება ზოგადად, პროგნოზირებადია და კონტროლს ექვემდებარება. პეკინმა პირველმა გადალახა ეპიდემიის პიკი. წარმოება და ცხოვრება თანდათან, ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება”, – თქვა დიპლომატმა და დასძინა, რომ ქვეყნის რეგიონებს აქვთ მეცნიერული შეფასებები ეპიდემიის, შესაძლო განვითარების შესახებ და მომზადებული არიან.

ვანგ ვენბინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ომიკრონის” ვირულენტობა მნიშვნელოვნად შესუსტდა და მკურნალობა, პათოგენების გამოვლენა და ვაქცინაციის შესაძლებლობები უმჯობესდება.

მისი თქმით, ეპიდემიის კონტროლის პოლიტიკის კორექტირებისას, მსოფლიოს ყველა ქვეყანა გადის ადაპტაციის პერიოდს და ჩინეთი გამონაკლისი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები