“გათბობის და კანალიზაციის გარეშე” – სევეროდონეცკში კრიტიკული ვითარებაა

ოკუპირებულ სევეროდონეცკში საცხოვრებლის 90%-ია დაზიანებული, ქალაქს სითბო არ მიეწოდება, ელექტროენერგია მოსახლეობის მხოლოდ მესამედს აქვს, მოშლილია საკანალიზაციო სისტემა.

 

ამის შესახებ სევეროდონეცკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სტრიუკმა ტელეეთერში განაცხადა.

 

“ვითარება საკმაოდ რთულია. საოკუპაციო ხელისუფლებამ სევეროდონეცკი ​ ზამთრის სეზონისთვის ვერ მოამზადა”, – განაცხადა სტრიუკმა.

 

მისივე თქმით, სევეროდონეცკში, დაახლოებით 8000 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება.

 

„ამ მოსახლეობას მიგრაციული ხასიათი აქვს. გარეუბნებიდან, მიმდებარე სოფლებიდან ხალხი ბრუნდება უკან, ცდილობენ ზამთარი კერძო სახლებში გაატარონ. რადგან არის ჭები, წყალი, სადღაც არის ღუმელები ან ქვაბები ოთახის გასათბობად”, – თქვა სტრიუკმა.

 

მანვე აღნიშნა, რომ სევეროდონეცკიდან უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გასვლა მხოლოდ შემოვლითი გზებით არის შესაძლებელი  – რუსეთის ფედერაციის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთის გავლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები