უკრაინაში განგაშია – ოკუპანტები ხარკოვს ბომბავენ
რუსი ოკუპანტები დილიდან ხარკოვს ბომბავენ. რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი ადგილობრივებს მოუწოდებს თავშესაფრებში დარჩნენ და უსაფრთხოების ზომები დაიცცან.
ადგილზე საგანგებო სამსახურის ბრიგადები მიემართებიან.
იერიში მიტანილია ხარკოვის სლობოდსკის რაიონზე, ამ დროისთვის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
საჰაერო განგაში გამოცხადებულია უკრაინის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში.