პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავს ნავთობის ექსპორტს ქვეყნებში, სადაც ზღვრულ ფასს აწესებენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ზღვრული ღირებულების შემოღების საპასუხო ზომების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

შესაბამისი დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

დოკუმენტი კრძალავს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვარგარეთ მიწოდებას, თუ ხელშეკრულებაში პირდაპირ ან ირიბად არის მითითებული ღირებულების მაქსიმალური ლიმიტი.

ნავთობის მიწოდების აკრძალვა ამოქმედდება 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან და მოქმედებაში იქნება მომდევნო წლის 1-ელ ივლისამდე. ნავთობპროდუქტების მიწოდების აკრძალვის თარიღს რუსეთი დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები